პატრიარქი დოროთე ყურაშვილით რომ შეგვეცვალა, ბრიუსელიდან ევროკავშირის ცენტრი თბილისში გადაინაცვლებდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 04 ნოემბერი 2025, 18:14

დავით ყურაშვილმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში შეაფასა და მას მოსალოდნელი უწოდა. „ხალხის ძალის“ წევრმა ამ თემაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ასრულებს ყველა მოთხოვნას და არ წყვეტს ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც საკონსტიტუციო დონეზე აქვს გაცხადებული.

მისივე აზრით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში საქართველო ანგარიშში მოწინავე პოზიციაზე იქნებოდა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს უახლოესი თვეების განმავლობაში რომ გაეუქმებინა არასრულწლოვანთა დაცვის კანონები, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, დაენიშნა უზენაესი საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ ჯო უილსონი ან გაეკეთებინა სხვა მსგავსი ნაბიჯი, რომელსაც დაბეჯითებით და აკვიატებულად ითხოვდნენ მისგან, დღეს მოწინავე პოზიციებზე იქნებოდა. ამას თუ დაამატებდა იმ პროგრამაში ჩართვას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირის სივრცეში არასრულწლოვანთან მიერ სქესის შეცვლის გამარტივებას ითვალისწინებს, ან უკრაინისავით პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონს შემიღებდა, დღესვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი და, შესაძლოა, პატრიარქი დოროთე ყურაშვილით რომ შეგვეცვალა, ბრიუსელიდან ევროკავშირის ცენტრი თბილისში გადაინაცვლებდა“, - აცხადებს ქართველიშვილი.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსმა წარადგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა. გაიმართა ანგარიშის განხილვაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი