ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 05 ნოემბერი 2025, 17:56

ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის და როგორც „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამ გამოწვევების სანაცვლოდ ქართული საზოგადოება ქვეყნის სუვერენიტეტს არ დათმობს. გურამ მაჭარაშვილმა ეს კომენტარი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ ადრე „ხალხის ძალას“ უწევდა ინფორმაციის კულისებიდან გამოტანა და საზოგადოებისათვის მისი საჯაროდ გაცნობა, ახლა ამას ევრობიუროკრატები თავად აკეთებენ.

„შემთხვევითი არ არის ის, რომ ევრობიუროკრატიაში რაც ხდება, სინამდვილეში არის ევროპაში დემოკრატიის უკუსვლა. იმედია, ევროპაში გამოჩნდება ის ნათელი წერტილი, რასაც ევროპული ღირებულებები ჰქვია, იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არასდროს ყოფილა და არც ახლაა ლგბტ პროპაგანდა. ევროპული ღირებულებები არ ყოფილა არასდროს და არც დღეს არის გაუმჭვირვალედ სხვა ქვეყნებში ფულის ხარჯვა ისე, რომ იქ უკანონო რევოლუციები მოაწყო და ა.შ.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთი წლის წინ, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობდა და შემდეგ ხელისუფლებამაც შეძლო სიმართლე ეთქვა საზოგადოებისათვის, ყველაფერი დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ თავის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და შემდეგ უკვე პრეზიდენტად გახდომისას, როცა მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირ ამხილა ის ხალხი, რომლებიც უკანონოდ, გაუმჭვირვალედ ურიცხავდნენ თანხას სხვადასხვა ქვეყანაში NGO-ებს, მათ შორის საქართველოში. ისინი პოლიტიკურ გადატრიალებებს აწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მცდელობა ჰქონდათ საქართველოში. უკანონო შემოსავლების ძირითადი წყაროები აშშ-ს პრეზიდენტმა ამხილა და ეს ორგანიზაციები დახურა.

როდესაც ევროკავშირის ბიუროკრატი ხარ და ყველაფერ ამის ფონზე ამბობ, რომ გამჭვირვალობის კანონი (ახლა უკვე ქართული FARA, ამერიკული კანონის იდენტური) მიუღებელია, არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ პირდაპირ მიუღებელია, რადგან ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საჯაროდ გალაშქრება. თუ ადრე ჩვენ გვიწევდა ინფორმაციის კულისებიდან გამოტანა და საზოგადოებისათვის მისი საჯაროდ გაცნობა, ახლა ამას ევრობიუროკრატები თავად აკეთებენ და პირდაპირ გვეუბნებიან - თუ არ გააუქმებ კანონს, გამჭვირვალობის შესახებ, კანონს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, თუ ბაღში და სკოლაში არ დაუშვებ ლგბტ პროპაგანდას, თუ ყოველ კვირას აღლუმს არ გამართავ რუსთაველზე, თუ არ დააკანონებ კაცების ქორწინებას, თუ ომს არ გამართავ რუსეთთან და გაუმჭვირვალედ არ ჩამარიცხვინებ ფულს სადაც მე მინდა, ისე ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ეს უკვე ჩარევაა და ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი