იოგურტი, როგორც ჩანს, ერთადერთი საკვებია, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მიირთმევს მას შემდეგ, რაც ის პარიზის La Santé-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, სარკოზის კვების ეს თავისებური რეჟიმი მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრებში შეშფოთებას იწვევს.
„ეს თემა ნიკოლა სარკოზის ახლო წრეში უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარიზის La Santé-ს ციხეში ყოფნისას, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა საკუთარი ნებით დაიწყო უცნაური დიეტა. იგი აცნობიერებს თანაპატიმრების მხრიდან მის მიმართ არსებულ მტრულ დამოკიდებულებას, რის გამოც უარს ამბობს შეეხოს თუნდაც ერთ კერძს, რომელიც საკანში მიეწოდება - შიშით, რომ ვინმემ შეიძლება მის საჭმელში ჩააფურთხოს, თუ უარესი არა. პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტი ასევე უარყოფს ციხეში კვების ერთადერთ სხვა გამოსავალს: სასადილოს გამოყენებას და საჭმლის დამოუკიდებლად მომზადებას“, - ნათქვამია სტატიაში.
„კვერცხის შეწვაც კი არ იცის! გარდა ამისა, პრინციპულად, ის უარს ამბობს ამაზე“, - განუცხა
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
და გამოცემას სარკოზის ახლობელმა.
21 ოქტომბრიდან, ციხეში მოთავსების შემდეგ, ნიკოლა სარკოზი მხოლოდ იოგურტს მიირთმევს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |