როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
248 07 ნოემბერი 2025, 13:02

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, პაველ ჰერჩინსკის აღიარებას ეხმაურება, სადაც ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

ფოჩხუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია საკუთარ სიცრუეს სხვას აბრალებს - მათი მიზანი საქართველოში რევოლუციური მუხტის შექმნაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია.

„იცით თუ რატომ ვერ აღწევენ მიზანს, ჩაანაცვლონ დღევანდელი ხელისუფლება მათთვის სასურველი ხელისუფლებით ჩვენი ქვეყნის „გულმხურვალე მეგობრები?“

იმიტომ რომ მთელი მათი მოქმედება სიცრუეზეა აგებული. როცა თვითონ იციან სიმართლე და უტიფრად ტყუიან, ნუთუ ცოტა მაინც არ ექმნებათ უხერხულობა?

ჩვენ კი ვიცოდით, რომ სანამ ირაკლი კობახიძე გააკეთებდა განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ, მანამდე ხუთი თვით ადრე, თავად ევროკავშირმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს მისი სკანდალური წერილის გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა. დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ, აი ასე მოქმედებს დღევანდელი ბრიუსელის ბიუროკრატია, ეს კი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ როგორმე აწიონ რევოლუციური მუხტი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, - წერს ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ნაცასპიტებისგან ბინძური სპეკულაციები მომავალ პატრიარქზე, ნამდვილად არაა ყურადსაღები, ნეტარხსენებულ ილია მეორეს ვენდოთ - ყველაფერი კარგად იქნება
ჩვენ კვლავ ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ, თუმცა, არც დავაგვიანოთ მოსკოვიდან "საგოლე პასის", ჩვენს სასარგებლოდ "გოლად" გადაქცევაში
შალვა პაპუაშვილი: ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს
პრეზიდენტი: მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს. მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც პატრიარქის, გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ
ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია
არქივი