იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციასთან ბრძოლის ავანგარდში, ვივამედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 09 ნოემბერი 2025, 13:40

და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

შაქარიშვილი საუბრობს სააკაშვილის მიერ ჩადენილ იმ ქმედებებზე, რომლითაც მან უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოსა და მის მოსახლეობას.

„და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციასთან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ავანტიურისტული ომი დაიწყო და ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა; რომელმაც 120-ზე მეტ ქართულ სოფელს “უსარგებლო ქვების გროვა” უწოდა;

რომელმაც გარეჯის მიწები აზერბაიჯანს დაუთმო; სტრატეგიული ობიექტების და ენერგორესურსების დიდი ნაწილი რუსულ კომპანიებზე გაყიდა;

რომელმაც კახა ბენდუქიძეს სახელმწიფო პოლიტიკად გამოაცხადებინა - „ყველაფერი იყიდება!”

რომელმაც ათეულობით ათას თურქს მოქალაქეობა მიანიჭა(საარჩევნოდ მათი ხმების სანაცვლოდ);

რომელიც 2011 წელს აპირებდა ბურების, 40.000 ოჯახის ჩამოსახლებას, ამბობდა ესენი ააყვავებენ ჩვენ სოფლის მეურნეობასო;

რომელმაც საქართველოს „სინგაპურიზაცია” ეროვნულ მიზნად დასახა;

რომელმაც ასობით ქართველი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტა;

ათასობით ქართველ კაცს ციხეებში ცხოვრება გაუნადგურა, დღეს საამიროებიდან შემოსული ინვესტიციების გამოგონილ საფრთხეებზე გველაპარაკება ვივა-მედიდან…

„შესანიშნავი” კოალიცია შეიკრა ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ... ამ ბრძოლაშიც დამარცხდებით სახელოვნად!!!” - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი