„ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი არგუმენტი მათ წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
305 11 ნოემბერი 2025, 17:41

„იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პარტიის აკრძალვის შესახებ, მხოლოდ დადებითს ვხედავ“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელის კომენტირებისას.

ეკა სეფაშვილის თქმით, სარჩელის შეტანით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ნაციონალური მოძრაობა აღიარებს უცხო ქვეყნის აგენტობას.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი [ნაციონალური მოძრაობა] ამტკიცებდნენ, რომ არ იღებდნენ დავალებებს და არ იყვნენ აგენტები. ახლა, პირდაპირ აღიარეს, რომ არიან აგენტები.

იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პარტიის აკრძალვის შესახებ, მხოლოდ დადებითს ვხედავ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი, თან ძალიან კარგი არგუმენტი მათ წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ თუ როგორ მავნებლობენ სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ და როგორ უპირისპირდებიან საქართველოს კონსტიტუციას,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი