ევროკომისიის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ევროკომისიას არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი, საქართველოს არჩეული ხელისუფლება რომ არ აღიაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 11 ნოემბერი 2025, 21:34

რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა.

ანჯაფარიძის განცხადებით, სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების „საქმიანი აღიარება“, კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით კი, ევროპული სტრუქტურები ცდილობენ, პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი.

„რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ!

ეს არის ზუსტად ის რაზედაც გუშინ დავწერე - სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების "საქმიანი აღიარება." ანუ, გაღიარებთ, მაგრამ არ გეკონტაქტებით. ამით საკუთარ ფეხში ხომ არ ისვრის ევროპა?

იმედია ყველა ხვდება, რომ ხელისუფლებასთან კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით ევროსტრუქტურები ცდილობენ ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას. ამას ხედავენ საქართველოს მოქალაქეები და მათი პასუხი ჩემი აზრით არის დაახლოებით ასეთი - შეგვეშვით და ჩვენს ხალხს მოექეცით ევროპულად“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი