დავით ქართველიშვილი: გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 12 ნოემბერი 2025, 18:21
„ურმით მოდიოდა სამართალი, თუ შემდეგ მაღალი გამავლობის მანქანაზე გადაჯდა, ფაქტია, პასუხისმგებლობას, რომელმაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შესაძლოა დააგვიანა, ვერავინ გაექცევა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. 

მისი თქმით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გაქცეულიყო ემიგრაციაში აღიარებითი ჩვენების ტოლფასი იყო. 

„შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაჟღერდა ისეთი დეტალები, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცოდა. არ იცოდნენ, რომ აგვისტოს ომიდან დიდი ხნის შემდეგ, ერთი ადამიანის ახირების გამო, დამატებით ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწა მოექცა სეპარატისტების მხარეს. გახარიას გადაწყვეტილება, გაქცეულიყო ემიგრაციაში, იყო აღიარებითი ჩვენების ტოლფასი.
იმ ე.წ გავრილოვის ღამეს გახარიამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელმაც მასთან საუბრის შემდეგ ამცნო საზოგადოებას, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას მომიტინგეების წინააღმდეგ ადგილი არ ექნებოდა. ამ განცხადების გაკეთებიდან ნახევარ საათში კი მომიტინგეთა წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან დაიწყო ძალის გადამეტება, რასაც მოჰყვა ახალგაზრდა მომიტინგეების და არა მარტო მათი დასახიჩრება.  

ურმით მოდიოდა სამართალი, თუ შემდეგ მაღალი გამავლობის მანქანაზე გადაჯდა, ფაქტია,  პასუხისმგებლობას, რომელმაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შესაძლოა დააგვიანა, ვერავინ გაექცევა.

დღეს გახარია იმალება გერმანიაში, მე კი მახსენდება ისტორიული  პარალელები - 1917 წლის აპრილში, გერმანიის სპონსორობით ლენინი არალეგალურად ჩავიდა რუსეთში და მოახდინა რევოლუცია; მეორე პარალელი - უკრაინის ხელისუფლებამ არალეგალურად გამოგვიგზავნა სააკაშვილი, რომელსაც რევოლუცია უნდა მოეხდინა, მაგრამ ლენინისგან განსხვავებით დავალება ვერ შეასრულა. არ მგონია, რომ ისტორიული პარალელები გასამდეს და გახარია კონტრაბანდული გზით გამოგვიგზავნონ,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი