ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 12 ნოემბერი 2025, 18:39
„ჩვენს თვალწინ იქმნება ბრიუსელის საპირწონე ახალი ევროპა, რომელიც ჩვენთვისაც მიმზიდველია, ისევე როგორც სლოვაკეთისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის. იქმნება ტრადიციული, კონსერვატიული, ჯანსაღი, ევროპული ცენტრალური ევროპა და არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ის, რასთანაც გვაქვს საქმე,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროპელ ბიუროკრატებს და  მათ შორის ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ჰგონია, რომ იმას, რასაც ვერ უბედავს ბრიუსელი ევროპული ქვეყნების ცალკეულ  ლიდერს, გაუბედავს საქართველოს.  

„ჰერჩინსკი დიდი ხანია გასულია დიპლომატიური მომსახურების არიდან - ასტრალშია და სულ სხვა ორბიტაზე ტრიალებს, იმიტომ, რომ თავის განცხადებებს დღეს კიდევ ერთი სიგიჟე დაამატა. თურმე, უკრაინა და მოლდოვა ძალიან დიდი მანძილით უსწრებს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ჩამოვთვალოთ რით უსწრებს და ამით ჰერჩინსკის ლოგიკა ფსიქიატრიული თვალსაზრისით, აბსოლუტურად ნათელი გახდება: ამ ქვეყნების სასამართლოების სისტემას მთლიანად უცხოური ორგანიზაციები აყალიბებენ; ამ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება ლგბტ პრაიდები; მიღებული აქვთ პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონი; ზღუდავენ ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ტელევიზიებსა და სიტყვას; არჩევნების შედეგები დგება კაბინეტებში შეთანხმებული ციფრებით და ა.შ ,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა. 


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ჰერჩინსკის ლოგიკით, საქართველო ჩამორჩება ამ ქვეყნებს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებები კანონით და იმით, რომ  ქვეყანას კბილებით უჭირავს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და დამოუკიდებელი იუსტიციის საბჭო. 

„ის რასაც ევროკავშირის სივრცეში ვერ უბედავენ ვიქტორ ორბანს, ჰგონიათ, რომ გასდით საქართველოში. ჩვენს თვალწინ იქმნება ბრიუსელის საპირწონე ახალი ევროპა, რომელიც ჩვენთვისაც მიმზიდველია, ისევე როგორც სლოვაკეთისთვის, ჩეხეთისთვის, პოლონეთისთვის. იქმნება ტრადიციული, კონსერვატიული, ჯანსაღი, ევროპული ცენტრალური ევროპა და არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი ის, რასთანაც გვაქვს საქმე.  მაგრამ ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ამ ქვეყნების  ლიდერებთან მიმართებით, აქ გაუვა და ასე არაა. საქართველო იყო ტრიგერი იმ პროცესების წამოწყების, რასაც ჩვენ თვალს ცენტრალურ ევროპაში ვადევნებთ. ჩვენ დავანახეთ - თუ დაიცავ  სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, ფასეულობებს და ამ ბრძოლაში იქნები მართალი, ვერცერთი ძალა ვერ მოგერევა,“ -  განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
თამარ ჩიბურდანიძე: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად - ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს
როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს, როცა შენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთი ძლიერია და რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილი აქვს, ისიც ცხელ კვალზე
არქივი