ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ადასტურებს, საქართველოში ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ქვეყნების გავლენიანი ჯგუფები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
330 13 ნოემბერი 2025, 17:07

დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, საქართველოში, ოპოზიციის საფარქვეშ, უცხო ქვეყნის აგენტურა მოქმედებს. დღეს ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია: ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც მათ(ოპოზიციას) საზოგადოებისთვის წერილის ტექსტის შეუცვლელად წაკითხვას ავალდებულებდა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საბოლოოდ ადასტურებს – საქართველოში ოპოზიციის საფარქვეშ მოქმედებენ უცხო ქვეყნების გავლენიანი ჯგუფები.

„დადასტურდა ის, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო, საქართველოში, ოპოზიციის საფარქვეშ, უცხო ქვეყნის აგენტურა მოქმედებს. დღეს ქართული მედიის საშუალებით გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია: ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც მათ(ოპოზიციას) საზოგადოებისთვის წერილის ტექსტის შეუცვლელად წაკითხვას ავალდებულებდა.

და როგორ მოიქცა ოპოზიცია? არც დაფიქრებულა, წერილი სიტყვა-სიტყვით წაიკითხა, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ისინი დასავლურ ძალებზე სრულად დამოკიდებული არიან, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სერიოზული სახით მოლაპარაკე თოჯინებად იქცნენ.

ეს საერთაშორისო დონის სკანდალია. ქართული საზოგადოება პასუხებს მოითხოვს: ვინ არიან ისინი, ვინც უცხო ქვეყნის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებენ და რა მიზნებს ემსახურებიან?

აგრეთვე, პასუხისგება მოუწევთ იმ უცხოელ აქტორებსაც, რომლებიც საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებში უხეშად ერევიან. ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო ნორმას და წარმოადგენს შეურაცხყოფას როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის, ისე ქართული საზოგადოების ნებისადმი.

საბოლოოდ, ეს შემთხვევა აჩვენებს: პოლიტიკური აგენტურის ქსელი, რომელიც წლებია სხვადასხვა ფორმით ცდილობს საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის კონტროლს, დღეს სრულიად გამჭვირვალე გახდა. ახლა დროა, ქვეყანა საკუთარ გზაზე მყარად იდგეს, გარე ჩარევის და „დამხმარე“ ხელების გარეშე, რომლებიც დიდი ხანია მარწუხებად იქცნენ“, - წერს ჩიხელიძე.

Prime Time-ი წერს, რომ ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი