გახარია წაიყვანეს საკუთარმა პატრონებმა და სტიპენდია დაუნიშნეს იმ ყულაბიდან, საიდანაც ძალიან ხშირად საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ფული იხარჯება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
271 15 ნოემბერი 2025, 14:31
გახარია წაიყვანეს საკუთარმა პატრონებმა და სტიპენდია დაუნიშნეს იმ ყულაბიდან, საიდანაც საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად ფული ძალიან ხშირად იხარჯება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობას.

„წაიყვანეს გახარია, გამოუშვეს ფიშერი, ასე, რომ დესტრუქცია გრძელდება. საკუთარ აგენტებს პატრონები პატრონობენ, მაგრამ პატრონობაც უკვე მორყეულია, რადგან სიმართლე საზოგადოების წინაშე არის უკვე თვალნათელი და ხელშესახები“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პატრონებმა ამჯერად ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გახარია დაასაქმეს.

გახარია ზურაბიშვილის მსგავსად სტიპენდიატი გახდა, ოღონდ „ჰერტის სკოლის“. სკოლის ვებ-გვერდზე გახარიას შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. ყოფილი პრემიერის ბიოგრაფიაში წერია, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოში წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი