საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადის ნაკრები ანგარიშით - 38:17 დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 15 ნოემბერი 2025, 19:28

„აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა თამაშის განმავლობაში სულ 6 ლელო დადეს, მეტოქემ კი მხოლოდ 3. ამასთან, სამი ლელო შალვა აფციაურმა შეძლო.

პირველი ტაიმი ანგარიშით 17:3 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ბორჯღალოსნებმა კიდევ 21 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ 38:17 გაიმარჯვეს.

ქართველმა მორაგბეებმა კანადის ნაკრებთან 8 მატჩი ჩაატარეს და 5-ჯერ გაიმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი