ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ახალი, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს ზურაბიშვილის ლიდერობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
322 15 ნოემბერი 2025, 23:07

ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ივანიშვილის მთავრობის გადადგომიდან ახალი, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და ახალი, დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ტრანზიციის გუნდი უნდა შეიქმნას სანდო პროფესიონალებისგან, არსებული პოლიტიკური სპექტრის და საპროტესტო საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე.

„ტექნკური მთავრობა და ერთობა, როგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ახალი იდეა.

„ფორმულას“ მივეცი კომენტარი და არ გასულა, აქ გავიმეორებ – და მერე იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება – „ფედერალისტების“ პოზიციას და რეალურ ვითარებას.

1. არანაირი ტექნიკური მთავრობის იდეა არ განიხილება და რასაც ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის ლაივს – არც მას წარმოუჩენია ახალ იდეად;

2. განიხილებოდა 24 წლის არჩევნებამდე, პრეზიდენტი განიხილავდა ამ იდეას, მაგრამ როგორც ხედავთ, არარეალისტური აღმოჩნდა;

3. ახლა, ამ ეტაპზე ტექნიკური მთავრობის იდეა სრულიად არარელევანტურია;

4. ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ივანიშვილის მთავრობის გადადგომიდან ახალი, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და ახალი, დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოს ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით – დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.;

5. „ფედერალისტები“ მივიჩნევთ, რომ ტრანზიციის გუნდი უნდა შეიქმნას სანდო პროფესიონალებისგან, არსებული პოლიტიკური სპექტრის და საპროტესტო საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე – ვერ ვხედავთ პრობლემას, რომ ეს წინასწარ იყოს ცნობილი.

პროცესს დაახლოებით ასე ვხედავთ:

1. მაქსიმალურად მოქნილად და ნაკლები ადამიანური დანაკარგით გრძელდება ქუჩის პროტესტი;

2. დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი ვქმნით ალტერნატიულ დემოკრატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც საკუთარ თავს პოულობს საქართველოს იმაზე გაცილებით მეტი მოქალაქე, ვიდრე პროტესტშია ჩართული;

3. ვაგრძელებთ რეგისტრაციის კამპანიას („მოედანმაც“ დაიწყო, სამოქალაქო ჯგუფებიც აქტიურობენ და მაგრად მიხარია);

4. ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავისი ნაშიერების ჭამას – რღვევა გრძელდება, სანამ პროტესტი გრძელდება და როცა მშვიდობიანი პროტესტი აღწევს იმ ზომას, რაც საჭიროა:

ა) გადადგება ივანიშვილის პრემიერი – მიჰყვება მთავრობა;

ბ) 2 კვირაში ავტომატურად დაინიშნება ახალი არჩევნები, რომელსაც მოამზადებს ტრანზიციის გუნდი პრეზიდენტთან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად;

გ) 60 დღეში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები;

დ) 20 დღეში დაითვლება საბოლოო შედეგები;

ე) ახალი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ, დემოკრატიულ მთავრობას.

ესაა, რაც განიხილება ჩვენი მხრიდან.

ყველა რეფორმას ჩაატარებს ის პოლიტიკური მთავრობა, ვისაც ამომრჩეველი მიანიჭებს მანდატს დემოკრატიული არჩევნების გზით.

ვის არ მოგწონთ?“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი