ევროკავშირში მართვადი ქაოსის შექმნა არაგონივრული იდეოლოგიური პროექტებისა და ავტორიტარიზმის წახალისებით, „დიფ სთეითის" ინტერესებშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 17 ნოემბერი 2025, 14:07

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მართვადი ქაოსის შექმნა არაგონივრული იდეოლოგიური პროექტებისა და ავტორიტარიზმის წახალისებით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია. მისივე შეფასებით, ბოლო ასეთი ნათელი მაგალითია Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის თანახმადაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის ჩამოშლილია, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა.

„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ჩვენს საზოგადოებას მორიგ საინტერესო მიგნებებს თავაზობს ევრობლოკში "დიპ სტეიტის" კომპლექსურ ავაზაკურ გეგმაზე, რასაც ევროპელ ანალიტიკოსთა უახლეს ნაშრომებში ხშირად ვხვდებით. ევროკავშირში მართვადი ქაოსის შექმნა არაგონივრული იდეოლოგიური პროექტებისა და ავტორიტარიზმის წახალისებით, "დიპ სტეიტის" ინტერესებშია - დაზაფრონ ხალხი, ავიშვიშონ არადემოკრატიულობაზე, ეს მათივე კვლევებით დააფიქსირონ და მოამზადონ ე.წ. "მხსნელი" კორპორაციული მმართველობისთვის. ბოლო ასეთი ნათელი მაგალითია Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის თანახმადაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის ჩამოშლილია (broken), ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. Ipsos-ის აქციონერებს შორის კი კარგად ნაცნობი ის ერთეულები არიან, რომლებიც დასავლეთში "დიპ სტეიტის" აქტორებად მოიაზრებიან - BlackRock, Vanguard, DT & Partners და ა.შ.

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოთქმულ საინტერესო აქცენტებში, რომლებიც აქტუალურია თანამედროვე, დასავლელ საღად მოაზროვნეებში, აღნიშნულია: Ipsos- ის კვლევა ატირაჟირებს "დიპ სტეიტის" დღის წესრიგს - ევროპელთა უდიდესი უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილოა დემოკრატიული მმართველობის ამ ფორმის მიმართ, მომავალი კიდევ უფრო შავბნელია. ანუ არსებული დემოკრატიული სისტემა გაცვდა. და აი, აქაა დიდი ხაფანგი. დიახ, ჭეშმარიტმა დემოკრატიამ შექმნა ევროკავშირის ყველა ჯანსაღი ღირებულება. ის, რითაც ევროპა მუდამ ამაყობდა და ეს ყოველივე ხალხის მმართველობის შედეგი იყო. ჭეშმარიტი დემოკრატიით შექმნეს ერთმანეთზე უკეთესი და მდიდარი ქვეყნები ევროპელებმა, ხოლო, მდიდარმა ოლიგარქიულმა ოჯახებმა დემოკრატია გამოშიგნეს, ხალხის მმართველობა აგენტურის (მეტწილად ხეპრე აქტორები) მმართველობით ჩაანაცვლეს, აგენტების ხელით ქვეყნები გააღარიბეს და გადაგვარების პირას მიიყვანეს, დღეს კი გვიმტკიცებენ, რომ თურმე - დემოკრატიამ ვერ გაამართლა.

ოლიგარქები ცდილობენ შექმნან "რეალობა", რომ ხალხის მიერ არჩეული მთავრობები არაეფექტურია. თუმცა, ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ცალკეული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია - ისინი სწორედ "დიპ სტეიტის“ მანიპულაციური დანიშვნების შედეგად მართულ აგენტურას წარმოადგენენ. აბსურდია მსჯელობა დემოკრატიული მმართველობის უუნარობაზე, როდესაც ხალხს საერთოდ წართმეული აქვს არჩევნის უფლება ევროკრატების არჩევაზე. მარტივი, მაგრამ კარგად შეფუთული სატყუარაა. რადგან ყველაფერი ზედაპირზე დევს.
დროა პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას - რაში სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანა და განტევების ვაცის ძიება მათივე აგენტურულ მთავრობებში? რაში სჭირდებათ მათ "დემოკრატიულ მმართველობაზე" ასეთი შეტევა? საქმე იმაშია, რომ ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის. ("მესიებო", გვიშველეთ, შეგვიბრალეთ!) ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, კონტინენტის, როგორც ერთგვარი კორპორაციის ხელში ჩაგდება და საკუთრებაში გადაყვანა. ამ შედეგსაც ოლიგარქები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით, ხალხის ხელით დაალაგებენ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ipsos-ის კვლევა და "დემოკრატიაზე" განაწყენებული, გაბრაზებული და უიმედო საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა "შესთავაზონ", ეს ახალი ფორმა კი სწორედ კორპორაციული მმართველობა იქნება“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
თამარ ჩიბურდანიძე: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად - ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს
როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს, როცა შენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთი ძლიერია და რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილი აქვს, ისიც ცხელ კვალზე
არქივი