მსურს ვკითხო „მედასავლეთე“ დავით ლაბაძეს - რუსეთისკენ მიმავალ საქართველოში რომ ქაბაბს ყიდი, ჯერ რუსეთიზაცია არ უნდა შეაჩერო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 19 ნოემბერი 2025, 14:12

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ტელეწამყვან დავით ლაბაძეზე წერს, რომელიც, მისი შეფასებით, ერთდროულად მონაწილეობს „რუსეთიზაციის“ საწინააღმდეგო აქციებში და ამავე დროს ძმასთან ერთად კერძო ბიზნესს, ქაბაბის ობიექტს ხსნის.

აბაშიძის შეფასებით, ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტის ასეთი ქცევა ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია. გაუგებარია, როგორ შეუძლია ადამიანს ერთდროულად ქვეყნის „ევროპულ მომავალზე“ ზრუნვა და ბიზნესის კეთება, მაშინ როცა თვითონვე აცხადებს, რომ საქართველო „რუსეთიზაციის“ საფრთხის წინაშეა.

„რატომ არიან ფლიდები ე.წ ქართველი „მედასავლეთეები“, სინამდვილეში კი ერთი ადგილის მოთამაშე უწიგნური ხალხი. ეს კაცი ყველამ იცით, არის ვინმე ლაბაძე, ტელეწამყვანი. აქციებზე დადის და საქართველოს „რუსეთიზაციას“ აპროტესტებს. რომ ჰკითხო, რომ დაელაპარაკო, ცხადია ვერანაირ არგუმენტს ვერ გეტყვის, რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ. თუმცა არც მოგისმენს და არ მიიღებს არგუმენტს, რომ სუვერენიტეტის დაცვა, სახელმწიფოებრიობის დაცვა არა რუსეთისკენ სვლა, არამედ ქართული საქმეა. პარალელურად, საკუთარ ძმასთან ერთად ბიზნესი დაიწყო და ქაბაბს ყიდის. მისასალმებელია, ნამდვილად კარგია რომ თბილისს კიდევ ერთი მცირე ბიზნეს ობიექტი შეემატა. ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ყველაფერი - ხელისუფლების მტერი ლაბაძე ბიზნესს ხსნის, კარგად არეკლამებს და სტუმრებიც ჰყავს. სავარაუდოდ საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს და ღმერთმა შეარგოს... მსურს კითხვა დავუსვა ამ „მედასავლეთე“ ლაბაძეს - ბიჭო, რა დროს ბიზნესის კეთებაა, ქვეყანა აღარ გყავს გადასარჩენი? რუსეთისკენ მიმავალ საქართველოში რომ ქაბაბს ყიდი, ჯერ რუსეთიზაცია არ უნდა შეაჩერო? თუ ისეთი ნიჭიერი ხარ რომ თან ქვეყნის „ევროპულ მომავალს“ დარაჯობ და თან ქაბაბს აკეთებ? აი, ასეთი ფლიდები რომ ხართ, იმიტომ ხართ რამდენიმე ასეული და იმიტომ ეზიზღებით ქართველ ხალხს. თქვენი პირფერობა ისე ყარს, რომ სუნი ქვეყნის ფარგლებსაც სცდება.“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი