საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 20 ნოემბერი 2025, 16:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოხარულები ვართ, რომ დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში. გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია
არქივი