ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაჩერებს საქველმოქმედო და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 20 ნოემბერი 2025, 21:04

რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, თუმცა, მას ზარალს არ უნაზღაურებენ.

„რა უნდა მოიმოქმედონ „დიფ სთეითის“ მესვეურებმა, რომ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სიყვარულზე ააღებინონ ხელი, წესით და რიგით ამის შესახებ თუ ადრე არ იცოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ეს უკვე უნდა გაეგოთ და შეეგნოთ კიდეც. ვერავითარი ფინანსური თუ პოლიტიკური სანქციები მას ვერ შეაჩერებს (და ვერც აჩერებს) საქველმოქმედო საქმიანობისაგან და მამულიშვილური პროექტების განხორციელებისგან, ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის რამეში გაცვლა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია.

რა საინტერესოა არა, ლონდონში ჩანიშნული დავის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ოფიციალური გზებიდან კი არ იგებს არამედ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ე.ი. ვიღაცამ იზრუნა, მაგრამ იჩქარა კიდეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი იაფფასიანი სკანდალის აგორების მიზნით.
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ დავას ყოველთვის იგებს, მაგრამ ზარალის ანაზღაურება და ფინანსების დაბრუნება არ ხდება, უკვე მგონი მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს არ რცხვენიათ. მათთვის მთავარია რამენაირად ზეწოლა მოახდინონ ბატონ ივანიშვილზე, ამისთვის არც არაფერს არ ერიდებიან და უკადრის უკადრისზე კადრულობენ, ერთი კი არის, რომ მას ვერანაირად ვერაფერს ვერ აკლებენ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი