საკრედიტო სააგენტო „ფიჩმა” (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა და პერსპექტივა „სტაბილურამდე” გააუმჯობესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
318 22 ნოემბერი 2025, 10:35

საკრედიტო სააგენტო “ფიჩმა” (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა და პერსპექტივა “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.

2025 წლის 21 ნოემბერს, საკრედიტო სააგენტო “ფიჩმა” (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეაფასა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ფულადი გზავნილები.

სააგენტო, ასევე, აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს.

ამასთან, “ფიჩის” შეფასებით, საქართველოს გააჩნია მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და 2025-2027 წლებში ელოდება საქართველოში 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რასაც თან ერთვის ქვეყნის გაუმჯობესებული პროდუქტიულობის დონეც.

სარეიტინგო სააგენტო, ასევე, ხაზს უსვამს ქვეყანაში საჯარო ფინანსების სტაბილურობას, მათ შორის, ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებულ მაჩვენებლებს, გრძელვადიანი ვალის სტაბილური დინამიკით.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილური და მომგებიანია, გააჩნია კაპიტალიზაციის მაღალი დონე და სტაბილურია აქტივების ხარისხი. ამას, თან ერთვის დოლარიზაციის დონის შემცირებაც, რაც ქვეყანაში არსებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების დამსახურებაა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი