ის ხალხი სად ხართ, Слава Украине რომ გაიძახოდით? - თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი უკრაინას ვინც შეეწირა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 22 ნოემბერი 2025, 19:44

ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით ? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძე ზემოხსენებულ ხალხს მიმართავს, რომ მათ კისერზეა იმ ქართველების სისხლი უკრაინას ვინც შეეწირა!

„ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით ? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. “დიდება უფალს”, უფლის სახელი რომ ამოიღეს და უკრაინით ჩაანაცვლეს. აქ მყოფი მანქურთები საქართველოშიც ნერგავდით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს აჯღაპნიდით და ამახინჯებდით ჩვენს ქალაქებს! ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშებს იწეპებდით, სად ხართ? მოუსმინეთ თქვენი კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ომის დაწყების ბაბლი რომ შექმენით, მოდური გახადეთ უკრაინაში ომი და საქართველოში მშვიდობა მეორეხარისხოვანი! საქართველოს ელჩს კიევი რომ არ მიუტოვებია და უკრაინელი ხალხის გვერდით იდგა, როცა ყველა სხვა სახელმწიფოების ელჩების ევაკუაცია მოახდინეს დაბომბვის დროს, ზელენსკის გადაწყვეტილების მხარეს დადექით და ჩვენი ელჩის გამოძევება გაგეხარდათ!

ხალხს რომ ატყუებდით უკრაინა ომს იგებსო, რუსთაველის გამზირზე კლოუნის მიმართვას უსმენდით და ტაშს უკრავდით, როდესაც ის ქართულ სახელმწიფოს ლანძღავდა! საახალწლო სლოგანს (“მშვიდობით სავსე ქალაქი”), რომ აპროტესტებდით და მიტინგებს აწყობდით, “მშვიდობა” არ გვინდაო! საომრად რომ ეპატიჟებოდით უკრაინაში ქართველებს, ტიკ-ტოკის რემბოების ვიდეოებით, ტყუილით რომ იზიდავდით ხალხს ომში ჩასართავად და სამწუხაროდ ზოგი აიყოლიეთ! ბომბების ცვენა რომ ურჩევნოდა ლომჯარიას და მას ამაში მხარს უჭერდით!

თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი უკრაინას ვინც შეეწირა! რას ეტყვით ობლად დარჩენილ მათ შვილებს? გლობალური ომის პარტიის აგენტი ვიყავი, ფული გადამიხადეს, მამაშენი რომ დამერწმუნებინა უკრაინაში საომრად წასულიყო და თავი შეეწირაო, ეტყვით სიმართლეს? ან ვის უნდა თქვენი ნათქვამი, ყველამ ვიცით ჭეშმარიტება! აი თქვენ ხართ ახლა სათრევი, უკლებლივ ყველა, ვინც ამ ავანტიურაში მონაწილეობდით“, - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი