თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 24 ნოემბერი 2025, 23:14

გიორგი გამსახურდია ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

გამსახურდიას თქმით, არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიმართლე არ დამტკიცებულიყო.

მისივე შეფასებით ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში არ გახვია, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა.

“დღეს ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მის უმგამჭვირვალესი გზით ნაშოვნ თანხებთან დაკავშირებით. ალბათ არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც მისი სიმართლე არ დამტკიცებულიყო. მაგრამ, აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს. ისმის კითხვა, რისთვის ისჯება ეს ადამიანი? თუ მარსზე არ ცხოვრობ (თუმცა იქაც სიმართლე სიმართლეა), პასუხი ერთია - ისჯება იმიტომ, რომ არ გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა. აი ეს არის ამ ყველაფრის თავი და ბოლო. არაფერი აქ, გაზვიადებული არ არის, ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი”- წერს გამსახურდია X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი