ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე პრო-ევროპულად განწყობილ რუბიოსაც ყელში ამოუვიდა „ბალტიისჭირეთის“ ფარისეველი პოლიტიკური ჩიხუახუები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
225 25 ნოემბერი 2025, 16:57

პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უარს აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე, სოციალურ ქსელში აფასებს.

დობორჯგინიძის განცხადებით, რუბიოს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე პრო-ევროპულად განწყობილი პირია, „ბალტიისჭირეთის ფარისეველი პოლიტიკური ჩიხუახუები" ყელში ამოუვიდა, ვინაიდან, ისინი ზედაპირული ანტირუსული ისტერიის პარალელურად, ინტენსიურად ვაჭრობენ რუსეთთან, არღვევენ სანქციებს და საკუთარი უსაფრთხოების დაცვა უკრაინელების ხარჯზე სურთ.

„მარკო რუბიო უარს აცხადებს უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასთან შეხვედრაზე და მოლაპარაკებების გამართვაზე. ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე პრო-ევროპულად განწყობილ რუბიოსაც, რომლის ხედვებიც შორსაა ჯეიდი ვენსისგან, ყელში ამოუვიდა ბალტიისჭირეთის ფარისეველი პოლიტიკური ჩიხუახუები, რომლებიც ზედაპირული ანტირუსული ისტერიის და უკრაინის წაქეზების მიღმა, ვაჭრობენ ინტენსიურად რუსეთთან, სანქციებს არღვევენ და პარალელურად უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე უნდათ საკუთარი უსაფრთხოება. რატომ უნდა ეთქმოდეთ სიტყვა მსოფლიო პოლიტიკაში ამ ფსევდო სახელმწიფოებს გაუგებარია. იმედია ამერიკა ტრ**ზე მოსვამს ამაზრზენ ფარისეველ ესტონელებს, ლატვიელებს და ლიეტუველებს." - წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი