გერმანიის ელჩის განცხადება 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 26 ნოემბერი 2025, 17:54

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „გერმანია საქართველოსთან მიმართებით გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს - დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფიშერის განცხადება 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვებია. მისივე თქმით, ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის - შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე.

„ნანახი გვაქვს ასეთი „კინოები“ ეს არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები. ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის - შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე, თუ უარს ამბობ ესეც გვითხარი და დაასაბუთე. ისე, რატომ უნდა ამ კაცს რომ აქედან შერცხვენილი წავიდეს და ქართულ გერმანული ურთიერთობების ისტორიაში მისი ელჩობა შავ ლაქად დარჩეს? ეტყობა მაგრად ჰკიდია ეს ამბავი“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი