ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე „ბალტიისჭირეთმა“ ერთად, ომი გამოვიარეთ - რა სარგებელი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 26 ნოემბერი 2025, 18:04

„ქართული ოცნება“ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ამის შესახებ ქართველებსაც აცნობეს.

დობორჯგინიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს, ვინაიდან, საქართველომ ნატო-ს მისიებში მონაწილეობის, ჯარისკაცების დიდი კონტინგენტის გაგზავნით და რუსეთთან ესკალაციის რისკის გაზრდით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო.

„ქართული ოცნება უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ.

ზოგადად, როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი შეეხებოდეს კონკრეტული ორგანიზაციის წევრობას, თვითკოლონიალიზმია, მაგრამ ახლა უკვე კონკრეტული უსაფრთხოების რისკია, რომელიც ოცნებამ შეგვიქმნა. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს.
ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე ბალტიისჭირეთმა ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო არსებითად. და რა სარგებელი? რუსეთთან ესკალაციის რისკი გავზარდეთ ისე, რომ არსად არ მიგვიღეს და აწი მითუმეტეს აღარ მიგვიღებენ და კიდევ მარკ რუტეა თურმე აღშფოთებული“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი