დავით ქართველიშვილი: დღეს უკვე საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია - ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 28 ნოემბერი 2025, 11:40

„ამ აგონიის დასასრულებლად, ერის და ბერის ჯანსაღი ნაწილი სრულ მობილიზაციაშია ახლა, ან არასოდეს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც რადიკალების მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას ეხმიანება.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მოახერხა და შეაჩერა საგარეო შანტაჟი და ახლა დროა დასრულდეს საშინაო შანტაჟი.

„დღეს წლისთავი აქვთ. კომაში ჩავარდნილი პაციენტი პერიოდულად ნეკა თითის ოდნავი მოძრაობით, ნუგეშს რომ იძლევა - "ჯერ არ გამთიშოთ აპარატიდან". წლისთავი აქვთ - ხელისუფლებაზე გადაბრალების: "რატომ შეაჩერეთ ლგბტ-პერსპექტივები ამ ქვეყანაშიო" და დღემდე, მორცხვად და ჯიუტად არ აჟღერებენ, რომ ბრიუსელის კულუარებში ამ პროცესის შეჩერებაზე თვეებით ადრე თავად მიიღეს გადაწყვეტილება. სინამდვილეში კი, ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა მათეს სახარების შთაგონების რეინკარნირებული კონსტატაცია: "არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება". დიახ, საქართველომ ახალი ევროპული ტიკების მოლოდინის რეჟიმი ჩართო - ვის გვაქვს დასაქცევი ღვინო. ამას არ გვპატიობს დაძმარებული "ოპოზიცია".
დღესაც ალბათ ბოლო სანახაობა გველის - სექტანტების აპარატზე ჯერ კიდევ მიერთების გამართლების მიზნით. ეშმაკებზე ჯვრის გადასახვის, ნაკურთხი წყლის სხურების, საცეცხლურის კმევის ტოლფასი ეფექტით და დასასრულით. ხელისუფლების მხრიდან ქართველობის, სახელმწიფოებრიობის, ერისა და ბერის ღირსების დაცვის დეკლარირებულმა შარშანდელმა განაცხადმა - მორიგი პოლიტიკური შიზოფრენიის რეციდივი რომ გამოიწვია უსამშობლოთა რიგებში.

ალბათ სრულდება მათი "მედიკამენტოზური" კურნების უშედეგო მცდელობა - ხვეწნა/მუდარა ქვეყნის მმართველობით რგოლებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. აზრს კარგავს "ქირურგიული" ჩარევაც. მხოლოდ "ეფტანაზია" და აპარატიდან გათიშვა მათ დღევანდელ ალბათ უკვე ბოლო მცდელობაზე - მარიონეტების ჯანყის მორიგი "კორდებალეტი" კვლავ ქუჩაში გადაიტანონ. ენჯეო და მედია-მილიონერთა კასტა მოუწოდებს მოსახლეობას, მათი ლგბტ კეთილდღეობის დასაცავად ამ ქვეყანაში "ქვა ქვაზე" არ დატოვონ. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც "პროზექტურის სანიტრებს", ამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების დანიშნულების ადგილამდე მიყვანის მორიგი ჟამი დგება.

ამ აგონიის დასასრულებლად, ერის და ბერის ჯანსაღი ნაწილი სრულ მობილიზაციაშია ახლა, ან არასოდეს. ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს მკაფიო განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც არ გადაიხედება. დღეს უკვე საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია - ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა. ვისაც არ სურს საქართველოში ქართული ტრადიციების თანახმად ქართველობის დაცვა - უნდა განიკვეთოს გაჯანსაღების გზაზე მყოფი ჩვენი ორგანიზმიდან“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი