მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 01 დეკემბერი 2025, 14:23

ანალიტიკოსი გია აბაშიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მაუწყებელს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააყალბა დონალდ ტრამპის გამოსვლა, ახლა კი ქართულ პოლიციას აბრალებს მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილზე.

მისივე შეფასებით, ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული "საგამოძიებო" სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.

„თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი!
უწინ იქნებოდა რეზონანსული, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა ესა და ეს, მაგრამ ბოლო წლებმა გლობალურ საზოგადოებას ხაზგასმით აჩვენა - BBC დაეცა სტანდარტულ 'ფეიქნიუსერობამდე'. მისი ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ბრძოლა პატრიოტულ ძალებთან, ულტრამემარცხენეობის დღის წესრიგის პრომო - ე.წ. მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი და ზოგადად, ვოუქიზმი.
ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული "საგამოძიებო" სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი