ბრიუსელი პოლიტიკურად მზად არ არის, კონფლიქტის მთავარი დამფინანსებლის როლი; ეკონომიკურად ამას ვერ გაქაჩავს; სტრატეგიულად - ვერ ფლობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 02 დეკემბერი 2025, 10:27

ამერიკა აღარ გადაიხდის ბრიუსელის, ლონდონის და კიევის შეთანხმებაზე უარის ფასს - ეს არ არის არც უკრაინის ღალატი და არც კრემლის მიმართ „მოულოდნელი" სიმპათია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ფლორიდაში დასრულებულ აშშ-უკრაინის სამიტის შედეგებს აფასებს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამერიკული გეგმის უარყოფა არ ნიშნავს აშშ-სთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას. ქართველიშვილი წერს, რომ მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა ის შეზღუდული იქნება.

„მაშ ასე, დღეს მოსკოვში პუტინი, უიტკოფი და კუშნერი (ტრამპის სიძე) დიდი ალბათობით შეათანხმებენ ფლორიდაში დასრულებული აშშ-უკრაინის ბოლო სამიტის შედეგებს, რასაც ასევე დიდი ალბათობით, არ დაეთანხმება ბრიუსელი და კიევი. თუ ეს ასე მოხდა, საბოლოოდ ჩამოყალიბდება გეოპოლიტიკური გზაგასაყარი - დადგება მომენტი, როდესაც მშვიდობას სთავაზობენ არა იმიტომ, რომ ყველა აქეთკენ ისწრაფვის, არამედ იმიტომ, რომ ომის რესურსები ზღვარს მიუახლოვდა.

უკვე ოფიციალურად და საბოლოოდ დადგება მომენტი, რომელიც ტრამპს დიდი ხანია დაპირებული აქვს: ამერიკა აღარ გადაიხდის ბრიუსელის, ლონდონის და კიევის დაუნდობლობისა და შეთანხმებაზე უარის ფასს - ეს არ არის არც უკრაინის ღალატი და არც კრემლის მიმართ „მოულოდნელი" სიმპათია. ეს არის ახალი პრიორიტეტებით ძველის შეცვლა. ვაშინგტონმა შესთავაზა კიევს მორიგი „რეალისტური“ გეგმა, დააფიქსირა კიდევ ერთი მცდელობა და ამით თავი გაითავისუფლა მორალური და პოლიტიკური ვალდებულებისგან ("ხელებიც დამიბანია") - დაუსრულებლად გააგრძელოს ომი.

ევროპა ამ კონფიგურაციაში ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება. ბრიუსელი პოლიტიკურად მზად არ არის, საკუთარ თავზე აიღოს კონფლიქტის მთავარი დამფინანსებლის როლი; ეკონომიკურად - ამას ვერ გაქაჩავს; სტრატეგიულად კი - ვერ ფლობს არც ერთიან ხაზს და არც სუბიექტურობას. ამის გარეშე - შეთანხმებული ამერიკული გეგმის უარყოფა ევროკავშირს შუამავლიდან საკუთარი რიტორიკის მძევლად აქცევს.

ახლა არჩევანი მარტივიც და ამავდროულად, მკაცრია: ან გადაიხადოს და იომოს დამოუკიდებლად, ან გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნდეს ახალ მოლაპარაკებებს - მაგრამ უკვე გაცილებით უარესი პირობებით. კიევისთვის შედეგები კიდევ უფრო მძიმეა - ამერიკული გეგმის უარყოფა არ ნიშნავს აშშ-სთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას, მაგრამ ნიშნავს მათ სტრატეგიული გაურკვევლობის რეჟიმში გადაყვანას. მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა გახდება ზე-დოზირებული, არადამაჯერებელი და "საბოლოო გამარჯვების" მკაფიო მიზნის გარეშე. ეს არის შეზღუდული დახმარება გადარჩენისთვის, მაგრამ არა გამარჯვებისთვის.

ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, როგორ მთავრდება მსგავსი ფორმულები მათთვის, ვინც მათ იძულებით თანხმდება. ტრამპი ამ ვითარებაში ფსონს არ ზრდის. პირიქით - ის მას აფიქსირებს. ამერიკამ „ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო“. ახლა კი, პასუხისმგებლობა მთლიანად და საბოლოოდ გადანაწილდა ამ ტრიუმვირატზე (ბრიუსელი-ლონდონი-კიევი) - ან ევროპა და უკრაინა პოულობენ ძალას, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ან ომი გადაიქცევა რეგიონულ პრობლემად ამერიკის ჩართულობის გარეშე.

საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს მკაცრი წესი: მშვიდობას ყოველთვის ორჯერ სთავაზობენ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ იღებენ. ერთი მცდელობა გვახსოვს - სტამბულში და ვიცით, რითი დასრულდა. მეორე მცდელობა იყო ფლორიდაში - და დაველოდოთ, რითი დასრულდება. თუ მას დღესაც უარს ეუბნებიან - ხვალ ის, რა თქმა უნდა, დაბრუნდება, მაგრამ უკვე ზედმეტი ილუზიების და „ფასდაკლებების" გარეშე. ასევე, იმედგაცრუებული და გაბრაზებული ტრამპის პირობებში: მშვიდობის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ნომინანტების ოფიციალური რეგისტრაცია სრულდება 31 იანვარს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი