დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 02 დეკემბერი 2025, 18:21

დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. დანაშაული გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან, ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით საუბრისას.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ დანაშაულის შინაარსი ძალიან მარტივად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასტურდება.

„დღევანდელი სისხლის სამართლის საქმე ეხება ეგრეთ წოდებული მტკვარი ჰესის პროექტს, სადაც გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას. ამ დანაშაულის არსი ძალიან მარტივად არის დადასტურებული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტურად და სამართლებრივად. ამ დანაშაულის შინაარსი არის შემდეგი: გულისხმობს ორგანიზაციის და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, თავისი ფუნქციებისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებებს, რომელმაც ძალიან სერიოზული ზიანი გამოიწვია, ეს არის როგორც ფინანსური ასევე პროექტის არაგონივრულ ვადებში გაწელვა და მისი მომგებიანობის საკმაოდ შემცირება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
არქივი