მე მაინტერესებს საქართველო, მშვიდობა უკრაინისთვის და მინდა, რომ ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება გადავიდეს ახალ ეტაპზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 03 დეკემბერი 2025, 18:03

„მთავარი არის საქართველოს ინტერესები, სწორედ ეს უნდა იყოს მამოძრავებელი საკითხი“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა უპასუხა შეკითხვას, თუ რა გამოძახილი ექნება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით შემუშავებული 28 პუნქტიანი დოკუმენტის მიღებას, რომლის მესამე პუნქტი საქართველოსაც ეხება, როგორც რუსეთის მეზობელ სახელმწიფოს. მესამე პუნქტით, რუსეთი იღებს ვალდებულებას არ დაესხას თავს მეზობელ ქვეყნებს.

დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან საქართველო ერთგვარი გზაჯვარედინია, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი, რადგან უსაფრთხოება ეკონომიკური განვითარების საწინდარია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ, რომ მთავარი არის საქართველოს ინტერესები, სწორედ ეს უნდა იყოს მამოძრავებელი საკითხი. ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მოვლენების განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას. საქართველო, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა და ჩვენი ინტერესები უნდა იყოს ამომავალი წერტილი. არავის შეუწყვეტია საქართველოში იმ საერთაშორისო პროექტების განვითარება, რომელიც არა მხოლოდ დერეფნის როლს ასრულებს, არამედ გზაჯვარედინის ნაწილი ხდება, რომელიც სამხრეთის ჩრდილოეთთან და აღმოსავლეთის დასავლეთთან დააკავშირებს. ძალიან დიდია დაინტერესება ისეთი ქვეყნების, როგორიც თუნდაც ჩინეთია, რომ უსაფრთხო იყოს ეს გზაჯვარედინი.

ეს უსაფრთხოება გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იმ ფორმულაზე, რომელიც პირველ რიგში მოიცავს საქართველოს იურიდიული საზღვრების პატივისცემის პრინციპს. მაგრამ ამ ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებამდე მისასვლელად, სადაც ალბათ ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ჩინეთი ჩვენი პოზიციების დაცვით, საჭიროა რაღაც დასრულდეს, რათა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ და საქართველოსთვისაც მოიცალოს ყველამ.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც დღეს ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს და რასაც საბოლოო ჯამში, ალბათ დაეთანხმება კრემლი. ევროპასთან კი, მინდა ბოდიში მოვიხადო, იმიტომ, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ეს სიტუაცია ჩიხში შესულიყო. და ახლა, მე, თბილისიდან, ევროპაზე და ბრიუსელზე ვიფიქრო, მით უმეტეს იმ ტოტალური უსამართლობის ფონზე, რომელიც წლების განმავლობაში არ წყდება თბილისის მიმართ, ამის გამკეთებელი არ ვარ. მე მაინტერესებს საქართველო, მშვიდობა უკრაინისთვის და მინდა, რომ ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება გადავიდეს ახალ ეტაპზე“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი