მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 03 დეკემბერი 2025, 18:45

მეორე ფრონტის იდეა, შეიძლება ითქვას, განეიტრალებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი დამსახურებით ხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს სტაბილურობის, მშვიდობის დარღვევა, ჩართვა ისეთ ომში, რომელიც გარე ძალების მიერ არის ინსპირირებული და ემსახურება გარე ძალების, სხვა ქვეყნების ინტერესებს.

„ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ არის ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა და საკითხების გადაჭრა მაინცდამაინც საბრძოლო მოქმედებებით, რაც უფრო და უფრო დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის. ჩვენ სხვა პოლიტიკა გაგვაჩნია, სხვა მიმართულება გაგვაჩნია და აქედან გამომდინარე, ის რაც შევინარჩუნეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, ნამდვილად შესანარჩუნებელია და გასაფრთხილებელია“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილი ასევე გამოეხმაურა BBC-ის ფილმს და აღნიშნა, რომ მასში გაჟღერებული დეტალები არის დისკრედიტაციის მცდელობა, თითქოს საქართველოში არის ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს.

„ეს არის სერიოზული აბსურდი. წარმოიდგინეთ, ერთი წლის წინანდელ ამბებზეა საუბარი, ერთი წლის განმავლობაში ე.ი. არავინ არაფერს უჩიოდა, უცბად აღმოაჩინა BBC-ის საგამოძიებო ჯგუფმა თუ გარე ძალებმა ერთობლივად, რაშიც ხელი შეუწყო ადგილობრივმა აგენტურამ და შექმნეს ფილმი, რომელიც არის აბსურდებზე დაყრდნობილი, არა არგუმენტებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე. ერთი წლის შემდეგ ახსენდებათ თურმე როგორი შეტევები აქვთ, როგორი თვალის წვა აქვთ, როგორი ტკივილი აქვთ და ა.შ. ასეთი რაღაცები ასე არ ხდება. ეს ერთი მხრივ არასერიოზულია, მაგრამ მეორე მხრივ არის საშიში. საშიში იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები არ ჩერდებიან და ცდილობენ ისევ და ისევ ქვეყნის დისკრედიტაციას, ხელისუფლების დისკრედიტაციას და მთლიანობაში ყველაფერი შექმნილია იმისათვის, რომ რამენაირად საქართველოს ავტორიტეტი შელახონ საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა მან.

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებითვე, სამართლებრივი გზა არის ის გზა, რომელიც გააშიშვლებს დეზინფორმაციას, ცრუ ნარატივებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!
ნინო წილოსანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე": ორგანიზაციად წოდებული “საერთაშორისო გაუმჭვირვალობა” უკვე საერთაშორისო მასშტაბის დეზინფორმაციად გადაიქცა
თამარ ჩიბურდანიძე: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად - ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს
როგორ შეიძლება სიამაყის გრძნობა არ დაგეუფლოს, როცა შენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასეთი ძლიერია და რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილი აქვს, ისიც ცხელ კვალზე
არქივი