კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 04 დეკემბერი 2025, 17:35

კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა. ალბათ ფიქრობს, რომ 100 ან 200 მილიონი თუ გამოუყვეს, მეტწილად არასამთავრობო სექტორისთვის, შეიძლება საფასურიც მოსთხოვოს. მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს რამდენია რუსეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში და, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?!- წერს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

სალუქვაძე ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელს აქვეყნებს და წერს, რომ სომხეთის ექსპორტმა 2024 წელს 13.07 მლრდ$, ხოლო იმპორტმა 16.80 მლრდ$ შეადგინა, აქედან 9,24 მლრდ $ რუსეთზე მოდის, რაც მთელი იმპორტის 55%-ს შეადგენს.

„კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა. ალბათ ფიქრობს, რომ 100 ან 200 მილიონი თუ გამოუყვეს, მეტწილად არასამთავრობო სექტორისთვის, შეიძლება საფასურიც მოსთხოვოს. მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს რამდენია რუსეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში და, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის ეკონომიკას?!

არ გადაგღლით. პირდაპირ ციფრები ნახეთ. სომხეთის ექსპორტმა 2024 წელს 13.07 მლრდ $ შეადგინა. აქედან 3,14 მლრდ.$, რაც 24%-ს შეადგენს, რუსეთზე მოდის.
სომხეთის იმპორტმა გასულ წელს 16.80 მლრდ $ შეადგინა. აქედან 9,24 მლრდ.$ რუსეთზე მოდის, რაც მთელი იმპორტის 55%-ს შეადგენს.
ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით:

1. არაბეთის გაერთიანებული საამიროები (UAE) 5.25 მლრდ $ ≈ 40.2%
2. რუსეთი 3.14 მლრდ $ ≈ 24.0%
3.ჰონგ-კონგი 1.76 მლრდ $ ≈ 13.5%
4. ჩინეთი 1.10 მლრდ $ ≈ 8.4%
5. ერაყი 246.1 მლნ $ ≈ 1.9%
6. საქართველო 155.4 მლნ $ ≈ 1.2%
7. ნიდერლანდები 134.0 მლნ $ ≈ 1.0%
8. ბელგია 120.3 მლნ $ ≈ 0.9%
9. ბელარუსი 113.9 მლნ $ ≈ 0.9%
10. შვეიცარია 111.6 მლნ $ ≈ 0.9%
11. ირანი 108.2 მლნ $ ≈ 0.8%
12. ტაილანდი 82.2 მლნ $ ≈ 0.6%

იმპორტი, ქვეყნების მიხედვით:
1. რუსეთი 9.24 მლრდ $ ≈ 55.0%
2. ჩინეთი 1.67 მლრდ $ ≈ 9.9%
3. ვიეტნამი 881.0 მლნ $ ≈ 5.2%
4. ირანი 628.5 მლნ $ ≈ 3.7%
5. გერმანია 372.5 მლნ $ ≈ 2.2%
6. იტალია 349.2 მლნ $ ≈ 2.1%
7. თურქეთი 334.3 მლნ $ ≈ 2.0%
8. აშშ 273.1 მლნ $ ≈ 1.6%
9. ინდია 232.8 მლნ $ ≈ 1.4%
10. ეგვიპტე 183.8 მლნ $ ≈ 1.1%
11. საქართველო 162.2 მლნ $ ≈ 1.0%
12. ბელარუსი 90.5 მლნ $ ≈ 0.5%
13. ბრაზილია 87.3 მლნ $ ≈ 0.5%
14. დიდი ბრიტანეთი 83.1 მლნ $ ≈ 0.5%
15. უკრაინა 82.2 მლნ $ ≈ 0.5%
16. არაბეთის გაერთიანებული საამიროები 82.0 მლნ $ ≈ 0.5%
17. ესპანეთი 78.7 მლნ $ ≈ 0.5%
18. პოლონეთი 69.0 მლნ $ ≈ 0.4%
19. ნიდერლანდები 68.8 მლნ $ ≈ 0.4%
20. ტაილანდი 65.5 მლნ $ ≈ 0.4%

როგორც პუტინმა უთხრა ფაშინიანს, ОДКБ-ს სამიტზე, ციფრები რეალურად უფრო მეტია. თუმცა ამ ციფრებითაც ჩანს, რამდენად დიდია რუსეთის ვაჭრობის წილი და სანქციების დაწესება სომხეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს, თუ სანაცვლოდ ევროპა არაფერს შესთავაზებს.

შეძლებს ევროკავშირი რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებას, ან სომხეთისთვის მიღებული ზარალის კომპენსირებას?“- წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი