58
06 დეკემბერი 2025, 16:35
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ევროკომისიის მიერ პლატფორმა X-ისთვის 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა.
„ევროკომისიის მიერ 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრება არ არის მხოლოდ პლატფორმა X-ზე თავდასხმა, ეს არის შეტევა ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე და ამერიკელ ხალხზე უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან. ამერიკელების ონლაინ ცენზურის დრო დასრულდა“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |