ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის აშშ-ს მიმართავდნენ მაშინ, როცა ძირს უთხრიან აშშ-ის უსაფრთხოებას... ევროკავშირის მეშვეობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 06 დეკემბერი 2025, 17:19

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ევროკომისიის მიერ პლატფორმა X-ისთვის 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა.

„კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ აშშ სამხედრო ალიანსშია იმავე ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის მეშვეობით გვიტევენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

„როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა მიმდინარე წლის დასაწყისში, ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება. ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამერიკას მიმართავდნენ მაშინ, როცა ისინი ძირს უთხრიან თავად აშშ-ის უსაფრთხოებას არაარჩევითი, არადემოკრატიული და არაწარმომადგენლობითი ევროკავშირის მეშვეობით“, - განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.

მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა კუბის კომუნისტური და ანტიამერიკული რეჟიმის მიმართ არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ძირს უთხრის ევროკავშირი მიზანმიმართულად აშშ-ის უსაფრთხოებას, მაშინ როდესაც მისი წევრი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ნატოს მეშვეობით საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამერიკას მიმართავს.

„დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და მარკო რუბიოს პირობებში თამაშების დრო დასრულდა“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
არქივი