65
06 დეკემბერი 2025, 17:24
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. როგორც გორდულაძე აცხადებს, დასტურდება, რომ სპეცსამსახურებსა და უცხოურ ძალებს სურვილი ჰქონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა გამოეწვიათ.
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გარედან დაფინანსებული პირები იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |