დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 06 დეკემბერი 2025, 18:33

BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის დანიშნულებაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც მედიის ამ საშუალებებით გადაიცა, ქართულ საზოგადოებაზე ეფექტს ვერ მოახდენს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება თავად ხედავს რა გამოწვევების წინაშე დგას და შეუძლია მათზე ადეკვატურად რეაგირება.

„ვხედავთ, რომ ასეთი ტიპის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც მთავარი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, ვეღარ ჭრის. ამას ადასტურებს არამხოლოდ BBC-ის ერთი სიუჟეტი, არამედ დამადასტურებელი ფაქტების კასკადი. ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ.

ჩვენ გვქონდა ამგვარი რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებით“ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრება, შანტაჟის უამრავი მცდელობა, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვამბობ - საქართველო იყო გარე დაფინანსებებით თავდასხმის ობიექტი. ამ ხელფასს იღებდა ნაციონალური მოძრაობა და მისი არაერთი დანაყოფი“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
არქივი