აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საუბარია, რაზეც გასულ წლებში ვსაუბრობდით, დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 06 დეკემბერი 2025, 20:47

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, რაზეც დღესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ტენდენციები არის უმძიმესი და ეს ეხება როგორც პოლიტიკური კუთხით ვითარების ცვლილებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.

„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბიბისის“ საკითხიც ამის დასტურია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით არის რთული მდგომარეობა ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპას აქვს ძალიან ცუდი ტენდენციები. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატული ამ დოკუმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შეჩერდეს და შეიცვალოს დადებითი მიმართულებით, თუმცა იმდენად აქვს დაკარგული ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს სუვერენიტეტი, რომ ძალიან რთული იქნება ამ ვითარების შემოტრიალება, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ მაინც ამის იმედი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი