სპორტის მინისტრმა ილია სულამანიძეს, ეთერ ლიპარტელიანსა და გიორგი ჯაბნიაშვილს ტოკიოს „გრან სლემზე“ მოპოვებული მედლები მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 06 დეკემბერი 2025, 23:46

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ტოკიოში მიმდინარე „გრანდ სლემს“ დაესწრო. პრესტიჟული ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სპორტის მინისტრმა ილია სულამანიძეს ტურნირის ჩემპიონობა, ეთერ ლიპარტელიანსა და გიორგი ჯაბნიაშვილს კი მოპოვებული ბრინჯაოს მედლები მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.

ილია სულამანიძემ (-100) ფინალში იაპონელ დოტა არაი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ( 57 კგ) ფრანგ სარა ლეონ სისიკს სძლია, გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) კი - იტალიელ ტიციანო ფალკონეს. შალვა გოგოლაძემ -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს „გრანდ სლემზე“ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი