დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ის არც კი წაიკითხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 08 დეკემბერი 2025, 09:54

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა“.

ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „ცოტა იმედგაცრუებულია“.

„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და უკრაინის ლიდერებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის. და უნდა ვთქვა, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ არ წაიკითხა ის. გეგმა მისმა ხალხმა დაამტკიცა, მაგრამ მან არა. რუსეთი თანახმაა. მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს“,- განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„სამთავრობო ქალაქის“ აშენების გეგმაზე: თუ გადაწყდა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააწვეს ბიუჯეტს
რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო „საიას“ და ამ აგენტურის კვლევაზე?
თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც ჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომ საზოგადოება ხმას იმაღლებს - დღეს ბრიუსელი საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს
მოქმედ კანონს თუ წაიკითხავდით ნახავდით, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის
არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში
არქივი