გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს უცხოელი მტერი იხდის!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 08 დეკემბერი 2025, 15:58

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

სამხარაძე იხსენებს, ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით მოწყობილ აქციებს, როდესაც სწორედ იგივე შედეგი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 000 მომიტინგიდან მეორე აქციაზე მხოლოდ 800 ადამიანი მივიდა.

სამხარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მარტივად ვეღარ მოატყუებს, შესაბამისად, შეიმუშავეს ახალი მოწოდება „გაერთიანება“.

„საქართველოს ვერ დააჩოქებთ ვერ გატეხთ ქართველ ხალხს და ვერაფერსაც ვერ გვავნებთ.

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპისთვის ჩავთვალოთ, რომ ასე იყო! გახსოვთ ალბათ ნაცური აქციები, მოტყუებული რომ იგებდა სიმართლეს, ემიჯნებოდა და 2% რჩებოდა მათთან! ისე ადრე, იმ პირველი აქციის ორგანიზატორებსაც დაემართათ იგივე, რაც ნაცებს! ჰომოსექსუალების კვირეული ხომ გახსოვთ? უამრავი მოქალაქე ავიდა მაშინ ლისზე, მინიმუმ 20 000 მომიტინგე, როდესაც ვიღაცებს თავში აუვარდათ და ეს ხალხი მათი მიყვანილი ეგონათ, დაივიწყეს გეები და რუსთაველზე მიიპატიჟეს მომიტინგეები ქართული ოცნების ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის მოსაწყობად!

მადა გაეხსნათ და რა მიიღეს? 20 000- დან 800(რვაასი) კაცი გაჰყვა! აქციებს რომ დავუბრუნდეთ, მიხვდნენ რომ საქართველოს მოსახლეობას ასე ადვილად უკვე ვეღარ მოატყუებენ, ვერც ნაყიდი და ვერც გასაყიდად მომზადებული ვითომ ჩვენი ქვეყნის დამცველები და ახლა ახალი დავალებაც მიიღეს! გაერთიანდითო! გაერთიანდებიან ნაცურებიც, აკაცუკებიც და ის 800 კაცუნაც, რომლებიც ვითომ ჰომოსექსუალისტებს ებრძოდნენ და რეალურად პოლიტიკური პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულები!
P.S. ნეტავ „ანიტა“ რამ გამახსენა?“ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი