80
08 დეკემბერი 2025, 17:27
ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი დაუნინგ სტრიტზე მივიდნენ, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერს, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |