ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები", ამუნათებენ, რატომ? -„ფარაში" გამოქვეყნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ლობისტები მათ ქირაობენ და ტექსტებსაც კი უწერენ რეზოლუციებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 08 დეკემბერი 2025, 20:43

აღმოჩნდა, რომ ირლანდიის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მოწინავე პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია - მთავრობა, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები, სასამართლო - მუშაობს შესაბამისად, ხარისხიანად და სამართლიანად. ეს არის ამ კვლევის რეალური დასკვნა, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს, რომლის კვლევაც მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ერთი ნაწილი ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას და ეს მიღწევები მათ კვლევებშიც ასახულია, თუმცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ზარქუას მიაჩნია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ დაქირავებული ცალკეული ევრობიუროკრატების დამსახურებაა, რომლებსაც, ლობისტური კომპანიები რეზოლუციების ტექსტებსაც კი უწერენ.

"ახლა ნახეთ ევროკავშირის მეორე ნაწილი: "რაისა -კომუნისტკები", ფოტიგები, რომელიც გააგდეს, კუბილიუსები, რომლებიც კოსმოსს იკვლევს, კალასები, "მდიდარი მამიკოს შვილები" და ა.შ. რომლებიც დროებით არიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, დააკვირდით რას ამბობენ, რომ თურმე, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, თურმე, აქ დიქტატურა დამყარდა, მედიას არ აქვს თავისუფლება და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ევროკომისიის ნაწილი, რომელიც ობიექტურად იკვლევს და მათ შორის, ასახავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მერამდენე წელია გამჭვირვალეა, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომ საქართველოს არასდროს დაურღვევია დაწესებული სანქციები, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეფორმების ნაწილში, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, სახელმწიფო უწყებები, რეიტინგში ერთ-ერთი გამორჩეულია, მათ შორის, კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც "მსოფლიო ბანკი", ისე "სავალუტო ფონდი", მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, "რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ? - ის კვლევა, რაც გამოქვეყნდა "ფარაში", რომ "ფინანსდებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ლობისტები, რომლებიც შემდეგ ქირაობენ და ტექსტებსაც კი უწერენ რეზოლუციებისთვის. რატომ ვთქვით, რომ ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, თურმე, ლობისტურმა ორგანიზაციებმა დაუწერეს რეზოლუციის ტექსტი, იმის შნოც არ აქვთ, რომ თვითონ დაწერონ," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო მდივნის მოადგილე: სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხე, ევროპის ქვეყნებმა მეტი თანხა რუსეთს მიაწოდეს თუ უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში - გამაკვირვა, რომ პასუხი იყო რუსეთი
POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს
ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს
რატი იონათამიშვილი კოკა მორგოშიაზე: ფსევდოპატრიოტებს სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ეროვნულ ამოცანებთან
საქალაქო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე, გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა
არქივი