49
08 დეკემბერი 2025, 22:08
სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხე, ევროპის ქვეყნებმა მეტი თანხა რუსეთს მიაწოდეს თუ უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრასა და პრეზიდენტ ტრამპის 2025 წლის იანვარში თანამდებობაზე დაბრუნებას შორის პერიოდში - გამაკვირვა, რომ პასუხი იყო რუსეთი და ესეც დიდი სხვაობით, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ.
„ვიცოდი, რომ ამ ქვეყნებიდან ბევრს თავისი ენერგეტიკული ბედი რუსეთთან ჰქონდა დაკავშირებული, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამდენად დიდი იყო ეს ან როგორ (ერთობლივად) აჭარბებდა ეს უკრაინისთვის მათ მიერ გაწეულ დახმარებას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |