„ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც ამ დანაყოფს აქვს თავისი ქვეყნის მიმართ და თავის სამშობლოს მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 08 დეკემბერი 2025, 22:56

„ლელოს“ დამოკიდებულებას რაც შეეხება, „ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც ამ დანაყოფს აქვს თავისი ქვეყნის მიმართ და თავის სამშობლოს მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად.

კირცხალიას თქმით, რაც შეეხება „ალდეს“, კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ.

„რაც შეეხება „ალდეს“, მათ პატრონებს, ეს „ალდე“ იქნება თუ სხვა არ არჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ. ჩვენ კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას. უბრალოდ, ეს 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ძალიან ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. ისინი არა მხოლოდ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ გქვია ფურცელზე, დოკუმენტზე პოლიტიკური პარტია და ახალისებ პოლიციელის დაწვას, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი გქვია, ვენის კონვენციით უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდვინებ, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელს, ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში, გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა პირდაპირ ტერორიზმს, ამას რომ ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია.

ასე, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობაზე და ასევე მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლელოს პოზიციას ეხმიანება, რომელიც პარტიამ ალეკო ელისაშვილის დაკავების შემდეგ გამოხატა. „ლელო-ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილს ემიჯნებიან, თუმცა მის პარტიასთან „მოქალაქეები“ კოალიციურ თანამშრომლობას აგრძელებენ. ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს
საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, ეს ის მცირე ჯგუფია, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს
არქივი