მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 08 დეკემბერი 2025, 23:00

მარტა კოსის მიზანია ის, რა მიზანიც მათ ჰქონდათ 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა ქცეულიყო მარიონეტად, ჩვენი სახელმწიფო გამოეყენებინათ „პროქსი“ სახელმწიფოდ და ჩაერთოთ იმ დამღუპველ ომში, რაშიცაა ჩართული უკრაინა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

იგი ევროკომისარ კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველოში „ენჯეოების“ დასაფინანსებლად გზებს ეძებენ.

კირცხალიას თქმით, ზემოთ აღნიშნულის შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ „სტატისტიკურ მონაცემებად“ იქცეოდა და მარტა კოსი და მისი კოლეგები შეშფოთებული სახით ისაუბრებდნენ მომხდარზე. „ეს მიდგომები მათ პირდაპირ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - დასძინა კირცხალიამ.

რაც შეეხება „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე აშშ-ის პოზიციას, მისივე განმარტებით, დონლდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და კურსი საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი.

„დარწმუნებული ვარ, გაეცანით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ წარმოადგინა, რომ მინიმალური ჩარევაა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტში. რა თქმა უნდა, ეს იქნება აცდენილი დღევანდელ ბრიუსელთან და იმ ბიუროკრატიასთან, რომელიც პირდაპირ იმართება არაფორომალური მმართველებით, რომელსაც ე.წ. დიფ სთეითი შეარქვეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აცდენას ვხედავთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს
საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, ეს ის მცირე ჯგუფია, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს
არქივი