საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, ეს ის მცირე ჯგუფია, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 08 დეკემბერი 2025, 23:09

უპირველეს ყოვლისა, არანაირი ეჭვი არ არსებობს საზოგადოებაში, ვისაც ეჭვი აქვს, ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს, მათ შორის, ბრიუსელიდან პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით და აჯერებენ, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს აჯერებენ ყველაფერს, რასაც უნდათ. მისი თქმით, ეს არის პიბრიდული ომის მეთოდები.

,,ამ რწმენით რომ არიან ადამიანები და ეს ადამიანები ტელევიზიებში დადიან და არც ერიდებათ ამაზე საუბარი, ეს ხომ აჩვენებს, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა იმ ჯგუფზე ვსაუბრობთ, რომელსაც პირდაპირ ტვინი აქვს გამორეცხილი. ეტყვიან, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური უარაღი იყო გამოყენებული - დაიჯერებენ, ეტყვიან მეორეს, მესამეს, ყველაფერს დააჯერებენ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი და ზოგადად ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი გარკვეულწილად, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად გამოურეცხა ამ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს ტვინი, რომ ყველაფერს აჯერებენ.

შეგახსენებთ უბრალოდ რომ გვესმოდეს, რა ტიპის მოწყვლად ჯგუფთან გვაქვს საქმე: ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ელანდებოდათ კედლებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებზე რაღაც ნიშნები, რომლებზეც აღმოჩნდა კატის ნახატი, გამოსახულება და ამბობდნენ, რომ ეს იყო აღნიშვნა თუ როგორ უნდა დაებომბა რუსეთს და ა.შ. რაღაც სპეც ჯგუფი მოქმედებდა საქართველოში. ამ ადამიანებს დააჯერეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღის გამოყენება. დააჯერეს, რომ სააკაშვილს დემენცია ჰქონდა და შემდეგ დააჯერეს, რომ დემენციისგან განიკურნა მსოფლიოში პირველად ადამიანი. აი სწორედ ამას აკეთებს დღეს ბრიუსელი, აი ეს არის ყველაზე საშინელება დღეს, რომ ჩვეულებრივი ადამიანებს ტვინს ურეცხავენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს დაეკისრება ვალდებულება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად შსს გააფრთხილოს
არქივი