ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 09 დეკემბერი 2025, 00:01

აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიამ მთავარ რამეზე უნდა დააფიქროს ქართული საზოგადოება და დაარწმუნოს, კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი გამართლდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი იყო სწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მიერ გადადგმული, ნაბიჯები, რომლებიც, მისივე თქმით ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იდგმებოდა, სწორი აღმოჩნდა.

პირველმა კანონმდებელმა, იმ მოჩვენებით მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით ზოგიერთ ევროპულ პოლიტიკურ ძალას დღესაც ახასიათებს და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში ყველა საკუთარ ეროვნულ ინტერესს ანიჭებს უპირატესობას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება. ზუსტად ამ დოკუმენტმა დაადასტურა ეს ყველაფერი.

„ეროვნული ინტერესი არის განმსაზღვრელი და კარგია, რომ აშშ ამას ღიად ამბობს. ეს სინამდვილეში ასეც იყო ყოველთვის, მაგრამ მოჩვენებითად. ასეთ მიდგომას დღემდე არ შეეშვა ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, რომ გაჩვენებენ თითქოს შენზე ზრუნავენ, თითქოს შენ მათი სადარდებელი ხარ. ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, შენს ჰიმნს იმღერებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს უკრაინის მაგალითზე, როდესაც განსაკუთრებით ევროპამ ეს მხარდაჭერა საქმით ვერ აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ფარისევლურად ამბობენ, რომ უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ.

როგორც კი აშშ გვერდზე გაიწია და მშვიდობაზე საუბარი დაიწყო, ვნახეთ, რომ ევროპაში გეგმა არ აქვთ. ეს გვაჩვენებს მათ მსგავსებას ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს მდგომარეობაა დღეს ევროპაში: არ უნდათ საკუთარი ფულის გადახდა და უკრაინის აღმშენებლობაში წვლილის შეტანა. არიან აბსოლუტურ ჩიხში და ეძებენ საშუალებას, რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივები გამოიყენონ. ამას თუ იზამენ, ევროპის მიმართ არსებულ საფინანსო ნდობას მთლიანად დაანგრევენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში New York Post-ის სტატია გააზიარა
ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით დისკუსია ჩაახშო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
არქივი