ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით დისკუსია ჩაახშო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 09 დეკემბერი 2025, 00:32

„ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც დღესდღეობით გარე ძალები ფლობენ არის საუბრის, დისკუსიის ჩაკვლა. სინამდვილეში, ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით ჩაახშო დისკუსია. არანაირი განხილვა, მხოლოდ ლოზუნგები”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერის” ეთერში.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, თუმცა, ბრიუსელი დღეს მხოლოდ ომზე საუბრობს.

„სინამდვილეში, ევროპის დროშა დააჭერინეს ხალხს და აქციეს ლოზუნგების ქვეყნად, რომელიც ჩვენ 90-იან წლებში მოვიტოვეთ. ხანდახან ჩვენ თვითონ, ირონიულად ვუწოდებდით საკუთარ თავს „ლოზუნგების ქვეყანას“ და მიამიტურად ვუყურებდით გარკვეულ საკითხებს.

ამ გზით, მათ თავიანთი მხარდამჭერები დაცალეს ყველაფერი იმისგან, რაც რეალურად ევროპულია და სწორედ ამიტომ თქვა აშშ-მ აღნიშნულ უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომ ევროკავშირი დღეს დგას ცივილიზაციური კრიზისის წინაშე. მათ სარკეში ჩაახედეს ევროკავშირს და ბრიუსელს და უთხრეს, რომ უკვე აღარაფერი აკავშირებთ იმ ფასეულობებთან, რომელთა საფუძველზეც ევროკავშირი შეიქმნა. ისინი დასცილდნენ ქრისტიანულ ღირებულებებს, როდესაც საუბრობენ ყალბ იდეოლოგიებზე, რომ ადამიანმა შეიძლება გაიღვიძოს და თქვას, დღეს ეს სქესი ვარ და ხვალ ის სქესი ვარ, დაცალეს დემოკრატიისგან, როდესაც უმცირესობების ხელისუფლებები არის და დაცალეს მთავარი იდეისაგან, რომელიც არის მშვიდობა - ევროკავშირის მთავარი გამაერთიანებელი. სწორედ მშვიდობისთვის შეიქმნა ევროკავშირი, თუმცა დღეს მხოლოდ ომზე საუბრობს ბრიუსელი. ომი, გამალებული შეიარაღება, ლამის ცივი ომის ტერმინები დააბრუნეს. მათ შორის, გერმანიაში სავალდებულო გაწვევა კვლავ დაბრუნდა კანონში რამდენიმე ათეული წლის შემდეგ და ამასთან დაკავშირებით საპროტესტო გამოსვლებია. ზუსტად იმ ღირებულებებისგან ცლიან ევროკავშირს, რომლებზეც ის არის დაფუძნებული. სწორედ ამაზე მიანიშნა აშშ-მ ევროკავშირს აღნიშნულ სტრატეგიულ დოკუმენტში”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში New York Post-ის სტატია გააზიარა
ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
არქივი