ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში New York Post-ის სტატია გააზიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 09 დეკემბერი 2025, 00:34

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოცემა New York Post-ის სტატია გააზიარა სათაურით „უუნარო ევროპელებს მხოლოდ ქოთქოთი შეუძლიათ, მაშინ როცა ტრამპი სრულიად სამართლიანად აშორებს მათ უკრაინის საკითხს“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ევროპელებს ურჩევნიათ გარისკონ ომი პუტინის პირობებით, ვიდრე მშვიდობა ტრამპის პირობებით“.

„ევროპელები არიან პაციფისტები, რომლებსაც ომის გახანგრძლივება სურთ, მეომრები, რომლებსაც ხმლები არ აქვთ, სტრატეგები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ არაფერზე და მოკავშირეები, რომლებიც შეთქმულებას აწყობენ და დასცინიან თავიანთ ამერიკელ მფარველს, როცა ეს უკანასკნელი ცდილობს დაასრულოს ომი, რომლის დაწყებასაც მათ ამპარტავნებამ შეუწყო ხელი“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპის მიერ ტრამპის შეთანხმებისთვის ხელის შეშლა პუტინისთვის საჩუქარია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით დისკუსია ჩაახშო
ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება
არქივი