შალვა პაპუაშვილი „კამიტზე“: ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 09 დეკემბერი 2025, 14:12

ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი საერთაშორისო ინსტიტუციებს რაიმე საკითხი აინტერესებთ, მიმართონ სუსს, აჩვენებენ ყველა დოკუმენტს და გააცნობენ ყველა საკითხს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „კამიტის“ შესახებ ფილმზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ აპირებს BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართოს.

„BBC-ს წინააღმდეგ მივმართავთ მარეგულირებელ კომისია, რაც ბრიტანეთში არის და შემდეგ გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს, აუცილებლად. ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე ყველანაირად. ჩავყვებით, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების მხილებაში, ისე იმაში თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ, მათ შორის, უცხო ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები ბრიუსელიდან, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, იმისთვის, რომ ეს ყალბი ნარატივი რაიმენაირად გაეძლიერებინათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს ისტორიაში არასდროს, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, კამიტი ნაყიდი არ ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი