აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკიდან, ტომას მასიმ აშშ-ის ნატოდან გასვლის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 10 დეკემბერი 2025, 10:37

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკიდან, წარმომადგენელმა ტომას მასიმ წარადგინა კანონპროექტი აშშ-ის ნატოდან გასვლის შესახებ. ამის შესახებ მისი ოფისის განცხადებაშია აღნიშნულიი. შემოთავაზებული კანონპროექტი ცნობილია, როგორც „არასანდო ორგანიზაციის აქტი“ (ნატოს აქტი), ასევე, ცნობილი, როგორც „ნატოს აქტი“.

მასი ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქტუალობა დაკარგა:

„ნატო ცივი ომის რელიქვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და არა სოციალისტური სახელმწიფოების. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა. მას შემდეგ აშშ-ის მონაწილეობა გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა და კვლავაც შეიცავს აშშ-ის საგარეო ომებში ჩართვის რისკს“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატები, მისი თქმით, არ არის ვალდებული უზრუნველყოს „მთელი მსოფლიოს“ უსაფრთხოება, განსაკუთრებით თუ „მდიდარი ქვეყნები უარს იტყვიან საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ნატოში წევრობა არ შედის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს
ვინ არის კესტუტის ბუდრისი, რომ საქართველოს ელაპარაკებოდეს მკაცრი ტონისა და მოთხოვნის ენით, რა უფლებით. ეს არის ღია პოლიტიკური ზეწოლა და შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა
ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ნაძვის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მინდა მივმართო აშშ-ის პრეზიდენტს, რომელ „დიპ სტეიტს“ ებრძვის? ბიუროკრატიაში შუა რგოლის მენეჯერებს? ოლიგარქების მიერ ხელოვნურად შექმნილ მილიარდერებს? წინა პრეზიდენტს? ეს ხომ სასაცილოა
არქივი