48
10 დეკემბერი 2025, 15:54
ჩვენს თავზე გამოვცადეთ სიცრუის ტირაჟირების, ორმაგი სტანდარტის ნიაღვარი ჩვენი ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, ამიტომ არ გვაქვს უფლება ტრამპის განცხადებას არ დავეთანხმოთ, - ასე აფასებს მედიასთან დონალდ ტრამპის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ თვითონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც რეალურად ჩნდებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომ საზოგადოება ხმას იმაღლებს. ვხედავთ რეპრესიულ დამოკიდებულებებს მათივე ხელისუფლებების მხრიდან თავისუფალ აზრთან, ეროვნულობასთან, სუვერენობასთან მიმართებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბრიუსელი საუკეთესო საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს და ამას ძალიან ობიექტურად აფასებს ტრამპი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |